საფრანგეთში დაღუპულის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
საფრანგეთში, 10 თებერვალს ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო
შემთხვევისას დაღუპული 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ოჯახის თქმით, გაბედავას დაღუპვიდან 40 დღე გავიდა, თუმცა ოჯახმა გარდაცვლილის დატირება დღემდე ვერ შეძლო.
"დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურებია, რაც ფრანგული კანონმდებლობით ხორციელდება. დახმარებას ვითხოვთ. აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, თუმცა არავინ გვეხმარება", - ამბობენ დაღუპულის ახლობლები.
imedinews.ge
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
