როგორი ამინდია მოსალოდნელი 20-22 ნოემბერს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 20-22 ნოემბერს ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი და არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე.
„20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
„გაცნობებთ, რომ 20-22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია შსს-ს მოკლეტექსტურ შეტყობინებაში.
სიახლეები
- წარმატების 10 პირობა – დილის რუტინა
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს