"112"-ს მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112"- ის მობილურ აპლიკაციაში ამიერიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევების მოძიებაცაა შესაძლებელი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „112" - ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილება დაემატა. მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების - თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.
112-ის მობილური აპლიკაცია ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის. აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.
ამ ინიციტიავით „112" გენდერულ კვირეულს შეურთდა, რომელიც 3 - 8 მარტს იმართება. კვირეულის ფარგლებში, 7 მარტს, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრის ჩატარებაცაა დაგეგმილი, რომლის დროსაც 112-ის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს სერვისის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევიმიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი