Messenger-ს შეტყობინების წაშლის ფუნქცია დაემატა
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მესენჯერს ამიერიდან მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა.
ამ ფუნქციით სარგებლობა კი შეეძლება ყველა იმ ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებელს, რომელთაც თავიანთ მობილურებში განახლებული – მესენჯერის ბოლო ვერსია აქვთ. მესიჯის წაშლისთვის მხოლოდ მესიჯზე თითის ოდნავ ხანგრძლივად დაჭერა გჭირდებათ, შემდეგ კი აპლიკაცია თავად შემოგთავაზებთ, მესიჯი ყველასთვის წაიშალოს თუ მხოლოდ თქვენთვის. მესენჯერი ერთ და მნიშვნელოვან შეზღუდვასაც აწესებს – შეტყობინების წაშლა მისი გაგზავნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეგეძლებათ, შემდეგ – აღარ.

მარკ ზაკერბერგმა ამ ფუნქციაზე მუშაობა გასული წლის აპრილში დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მესენჯერში შეტყობინებების წაშლა მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან იყო შესაძლებელი, სხვები მას კვლავაც ხედავდნენ
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
