რა ვითარებაა ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე
ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, ერთი დღით ადრე ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე, რუსეთიდან საქართველოში შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 1 261 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შესული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 250-ით გაიზარდა.
ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა.
Forbes.ru-ს ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში საქართველოში საცხოვრებელზე მოთხოვნა,19 სექტემბერთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა.
გამოცემის ცნობით, მოთხოვნა საზღვარგარეთის სასტუმროებზეც გაიზარდა. ონლაინ დაჯავშნის სერვის Ostrovok.ru-ს მონაცემებით, 21 სექტემბერს, მობილიზაციის დღეს დსთ-ს ქვეყნებში სასტუმროების ძიების რაოდენობა, 19 სექტემბერთან შედარებით, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო ჯავშნების რაოდენობა გაორმაგდა. საქართველოს პარალელურად ყირგიზეთსა და ყაზახეთში რუსები საცხოვრებელს, 19 სექტემბერთან შედარებით, 8-ჯერ, სომხეთში კი 14-ჯერ უფრო ხშრად ეძებდნენ. სასტუმროებზე მოთხოვნა სერბეთში 6-ჯერ, თურქეთში კი 3-ჯერ გაიზარდა. 19 სექტემბერთან შედარებით, 21 სექტემბრისთვის რეალური ჯავშნების (შესყიდვების) რაოდენობა ასევე, 5-ჯერ ყირგიზეთში, 3,5-ჯერ ყაზახეთში, 3-ჯერ სომხეთში და 2-ჯერ უზბეკეთში გაიზარდა.
სიახლეები
- ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
- “„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის - ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს” - ლევან სანიკიძე
- “დავაკავეთ თურქეთის 12 მოქალაქე - ისინი წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ” - შსს
- საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში პუტინის ჩასვლას გააპროტესტებენ