ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება და დამატებითი ჯარიმები დაწესდება
ავტომობილების ტექინპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება და დამატებითი ჯარიმები დაწესდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებები მმართველმა გუნდმა მოამზადა, რომელიც პარლამეტში უკვე ინიცირებულია.
მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, 50 ლარის ოდენობით ჯარიმდება. კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.
როგორც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განმარტავს, ეს პოტენციურ სამართალდამრღვევს საშუალებას აძლევს ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად, მხოლოდ ჯარიმის თანხის - 50 ლარის გადახდით შემოიფარგლოს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
- ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება -300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
- იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი