''მიშას კუნთები ატროფირებული აქვს, ისედაც საკმარისი დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ კიდევ დაემატა - უცხოეთიდან ექიმები ჩამოდიან და ვნახოთ, დასკვნები როგორი იქნება''
იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. დამატებითი დიაგნოზები დაისვა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ კუნთები ატროფირებულია.
"კუნთები მართლაც ატროფირებულია, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით. იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ისედაც საკმარისი დიაგნოზი ჰქონდა, მაგრამ კიდევ დაემატა, დამატებითი დიაგნოზები. ჩამოდიან ექიმები უცხოეთიდან და ვნახოთ, დასკვნები როგორი იქნება. იმედია, იმ დასკვნებზე დაყრდნობით დაინიშნება პროცესი და შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა გიული ალასანიამ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
