''კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია''
კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - საზოგადოებაში პანიკა არ არის, პროგნოზულად არ არის ის ვითარება, რომ ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.
„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი ანუ გავრცელების ინტენსივობა, გავრცელების ტემპი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია. თუ ჩვენ ყოველ კვირა გვქონდა შემთხვევების გაორმაგება, ახლა, ბოლო კვირას მომატებულია რაოდენობა, თუმცა ეს არ არის 2-ჯერ მეტი, როგორც წინა კვირაში. ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირებულია.
ჩვენთან ძირითადად ცირკულირებს BA.4 და BA.5, უპირატესად BA.5 შტამი. რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდილიანობა არ იმატებს, დღეში გვაქვს 1 ან არცერთი გარდაცვალება. არც კლინიკებია გადატვირთული. BA.5 ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ არ არის საზოგადოებაში პანიკა, პროგნოზულად არ არის ისეთი ვითარება, რომ გვქონდეს ისეთი ტალღა, როგორც გასულ აგვისტოს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
სიახლეები
- ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
- ,,დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე "- გია ვოლსკი
- ,,ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება"- ირაკლი კობახიძე
- თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება
