ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი მკურნალობას კლინიკებში გადის. აქედან ექვსი არის ბავშვი და ისინი იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ.
რაც შეეხება ორ მოზრდილ პაციენტს, სერგეენკოს თქმით, ისინი ღუდუშაურის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 8 დაშავებული. ექვსი არის ბავშვი, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ორი მოზრდილი ღუდუშაურშია, მათი მდგომარეობა მსუბუქია. არის ოთხი გარდაცვლილი.
6 პაციენტი, ბავშვები, რომლებიც აქ არიან, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ მსუბუქია, თუმცა სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა და დღეს ღამე აქ დარჩებიან. სულ, მუდმივად ხდება მათი მდგომარეობის გადაფასება. ორი მოზრდილის ჯანმრთელობის მდგომრეობაც, ასვევ საბედნიეროდ მსუბუქია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
