ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფოს მძღოლი დაკავებულია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეა დაკავებულია.
სასწრაფოს მძღოლი 276-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბერეკაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვაკეში უბედური შემთხვევა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის ჩაძინების გამო მოხდა.
"დღეს დილით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟი შეეჯახა ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებლობაზე მომუშავე მოქალაქეებს. შედეგად, 12 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ჩვენი ექიმებიც. ყველა მათგანი გადაყვანილია სამედიცინო ცენტრებში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, ერთი მოქალაქე დაიღუპა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელით გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებ ოჯახს“,- განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.
დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სასწრაფოს მძღოლი არ იმყოფებოდა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ. დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
