უკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს მიერ „ტელეგრამში“ გავრცელებული ინფორმაციით, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია უკრაინაში, „ნაცრისფერ ზონაში“ დაბომბვისას დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჟვანია ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან, რუსი ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო სროლის შედეგად დაიღუპა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
