ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი
.
ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.
„ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ პრობლემა, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ და მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე ახლა არ მინდა დეტალებზე დღეს ვისაუბრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ამ პრობლემებზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედე0ბებია.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
