სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოში 22 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება.
ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 24 მარტამდე თოვლი ნავარაუდევი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვა ხვალიდან თანდათანობით შეწყდება.
მათივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში გარდა ნალექის შემცირებისა, მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც.
,,დასავლეთ საქართველოში ხვალიდან 23 მარტის ჩათვლით ამინდი გაუმჯობესდება, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია დღის ტემპერატურის მომატება 10-12 გრადუსამდე. ღამის საათებში ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 0 ; -3 გრადუსებში იქნება 21, 22 მარტს, შემდგომ დღეებში ღამის ტემპერატურის მატებაც არის მოსალოდნელი. 24 მარტამდე დასავლეთ საქართველოში თოვლი ნავარაუდევი არ არის.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან თანდათანობით შეწყდება თოვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსს შორის იქნება.
სინოპტიკური სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში 22 რიცხვიდან, როგორც მინიმუმ ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი“, - განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
