ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს
ძვირფასო თანამემამულენო, გულითადად გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს.
"ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
