საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და ეღიარებინა გელათის რეაბილიტაციის დროს მთელი სისტემის ჩავარდნა, რის გამოც დაზიანდა უნიკალური ფრესკები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა გრძელდება.
იმ ქრისტიანულ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულება, ერთ-ერთია ნაკურთხი წყლის უხრწნელობა.
კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ გააფორმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.