მაისი 07 2020 წაკითხვა 798 ჯერ
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება.
 
 
ერთ-ერთი მშენებარე სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერეს.
 
 
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სამუშაოები რეგიონის მასშტაბით შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით.
 
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა - 3 ახალი შენდება, 10 კი რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 481 ათასი ლარი და მოეწყობა სველი წერტილები.
 
 
სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება.
 
 
სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი - 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან გამოყოფილია 1 124 000 ლარი.
მაისი 07 2020 წაკითხვა 780 ჯერ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი მოათავსეს.

მაისი 07 2020 წაკითხვა 823 ჯერ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

მაისი 06 2020 წაკითხვა 804 ჯერ

ქუთაისის მერიაში იმ კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამის “მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის” პარტნიორი ორგანიზაცია უნდა გამოევლინა.

მაისი 06 2020 წაკითხვა 851 ჯერ

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მაისი 05 2020 წაკითხვა 795 ჯერ

იმერეთში, სასტუმრო „პრომეთეში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე დღეს 34-მა ადამიანმა დატოვა.

გვერდი 114 სულ 146
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.