"დღეიდან ქუთაისში შესვლა-გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი მოხდეს"
იმერეთის მხარეში ეპიდსიტუაცია უკვე მე-4 დღეა, უცვლელია, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რმწუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს.
მისივე განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დღეიდან ქუთაისისთვის შეზღუდვების მოხსნას ქუჩაში ხალხის განსაკუთრებული სიმრავლე არ მოჰყოლია.
„ეპიდსიტუაცია უცვლელია ბოლო 4 დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულების მატება არ გვქონია და საერთო ჯამში, იგივე სურათი გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, დღეიდან ქუთაისიდან შესვლა და გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი განვახორციელოთ. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის გამო, ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა, ვინაიდან იმ კომპანიების და საწარმოების თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ, ისედაც გადაადგილდებოდნენ, ასევე ისინიც, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა. შესაბამისად, ხალხის ნაკადი არ ყოფილა“, - განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე განცხადებით, ორი დღის წინ, საჩხერეში მოსული უხვი ნალექის გამო მოსახლეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს ამ დრომდე სწავლობენ.
„გუშინწინ, საჩხერეში იყო სეტყვა, მთის რამდენიმე მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა, ძირითადი დაზიანება საავტომობილო გზებს, გაბიონებს მიადგა და რამდენიმე ადგილას მეწყერიც იყო. თუმცა, იმავე ღამეს გაიწმინდა და მოწესრიგდა სოფლის მისასვლელი გზებიც. მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის ზარალს დღემდე ვითვლით, რადგან რამდენიმე სოფელში მოსახლეობის სავარგულებშიც შევიდა წყალი“, - განაცხადა შალამბერიძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
