ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ
უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ.
„დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“,- აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
