ქუთაისში კორონავირუსის 68 ფაქტი დადასტურდა
ბოლო 24 საათში იმერეთში 1459 ადამიანი გაიტესტა,აქედან ვირუსის 104 შემთხვევა დადასტურდა.104-დან 68 ფაქტი ქუთაისში დაფიქსირდა.
,,სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არ არის საგანგაშო, იქედან გამომდინარე, რომ ვაკონტროლებთ მდგომარეობას, ვიცით კონტაქტები. შემთხვევათა უმეტესობა უკვე დადასტურებულის კონტაქტებია,"-განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.ვირუსი დაუდასტურდათ მოსწავლეებს და პედაგოგებს.ჯამში არის 18 სკოლა,სადაც ვირუსის შემთხვევები დადასტურდა.
იმერეთის მასშტაბით კლინიკებში 530 ადამიანი მკურნალობს. 200-მდე სასტუმროშია გადაყვანილი,ხოლო იზოლაციაშია 2800 ადამიანი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
