ქუთაისში სხვადასხვა ობიექტების გეგმიური მონიტორინგი გრძელდება
იმერეთის მუნიციპალიტეტში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს.
სავაჭრო ცენტრების, აგრარული ბაზრებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლები შემოწმდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისის პირველ საჯარო და შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლებში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცულობის უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეპიდემიის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნით, ჩვენ პერიოდულად აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
„ქალაქ ქუთაისში ვაგრძელებთ სხვადასხვა ობიექტების გეგმიურ მონიტორინგს, მათ შორის არის საგნმანათლებლო უწყებებიც. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პირადად გავეცანი სკოლებში არსებულ სიტუაციას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დადგენილი ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებულია. ეს ის სავალდებულო რეგულაციებია, რომელთა დაცვაც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია“. - განაცხადა ბექა ფერაძემ.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
