"ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს მყარად ვიდგეთ ფეხზე" - იოსებ ხახალეიშვილი
"ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
საარჩევნო პროგრამის გაცნობასთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრაზე საუბარი კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებსაც შეეხო.
"ამ ერთმა წელმა, მსოფლიოს ერთმა დიდმა პრობლემამ, რომლის წინაშე ყველა ვდგავართ, დაგვანახა, რომ ქვეყნად სტაბილური არაფერია, თვით აწყობილი ეკონომიკაც კი. ფეხზე მყარად მდგომმა ქვეყნებმაც იგივე განიცადეს, რაც ჩვენ. თითქოს ყველა პრიორიტეტმა ერთად დაკარგა აზრი და დარჩა მხოლოდ თვითგადარჩენა. აღმოჩნდა რომ ტურიზმიც და ბევრი სხვა სფეროც აზრს კარგავს, როცა მსოფლიო იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის, იკეტება საზღვრები და ვრჩებით მარტო საკუთარ თავთან.
აი, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება არსებობის ალტერნატივა, ის, რაც ნებისმიერი კრიზისის დროს გადაგვარჩენს. ეს არის ჩვენი საკუთრი საწარმოები, საკუთარი მეურნეობები, პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე იქნება მოთხოვნადი. შიდა ბრუნვა, ერთგვარი თვითგამოკვება. ეს გზა უნდა ვეძებოთ ჩვენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებებზე პანდემიის მიმართ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე და ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.
"ჩემი და ჩემი გუნდის საზრუნავი არის ზუსტად ალტერნატიული გზების ძიება. კულტურისა და განათლების წამოწევასთან ერთად ქართული წარმოების ხელშეწყობა და შესაბამისად თანამოქალაქეების დასაქმება. თვითმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობით ერთად ბრძოლა ქალაქის წარმატებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რათა მსგავსი მოულოდნელი პრობლემების დროს, როგორიც ამ შემთხვევაში კოვიდმა შეგვიქმნა, მყარად ვიდგეთ ფეხზე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
