ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ქუთაისში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტოფარეხიდან გასვლის წინ, უტარდება დეზინფექცია, ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონი მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ამასთანავე, მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დეზინფექციაც.
სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
