ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ბაგა-ბაღების თანამშრომლებს შეხვდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის მერობის კანიდატი იოსებ ხახალეიშვილი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დაქვემდებარებული ფილიალების თანამშრომლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ბაგა-ბაღების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატი წარუდგინა, რომელმაც მათ საკუთარი ხედვები გააცნო.
"დარწმუნებული ვარ, თქვენი უმრავლესობა კარგად იცნობს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს და კიდევ უფრო მეტად გაიცნობთ მერად არჩევის შემთხვევაში, რადგან მას აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს ქუთაისის ღირსეული მერი, აკეთოს საქმე, რომელიც ქალაქს და თითოეულ მოქალაქეს წაადგება და უკეთეს ცხოვრებას შესთავაზებს. მას აქვს ძალიან დიდი გეგმები, მიზნები, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს თქვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზრუნვა როგორც მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ასევე თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე.
"ჩვენ თითოეულ თქვენგანთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობების სრულფასოვან განვითარებაზე, ნიჭის აღმოჩენასა და ხელშეწყობაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობაზე, რადგან სწორედ თქვენ დგახართ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე - მშობლები და სახელმწიფო გაბარებთ ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასს - ბავშვებს", - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.
დაგეგმილ არჩევნებთან ერთად საუბარი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასაც შეეხო და როგორც აღინიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ბავშვების და აღმზრდელების ჯანმრთელობა და ამ მხრივ უსაფრთხოება.
სიახლეები
- “გამოართვა თანხა და სცადა, მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს” – სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა
- “დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით და ამ ომში საქართველო არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო “ - მამუკა მდინარაძე
- “ტრამპი დიდი სიამოვნებით შესწირავდა უკრაინის და ევროპის ინტერესებსაც თავის მანიაკალურ სურვილს – ნობელის პრემია მიიღოს მშვიდობის დარგში” - მერაბ მეტრეველი
- ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის ინდექსით, საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია
- “ნათელი გახდა, თუ რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ტრამპმა; ზელენსკი ამ კაპიტულანტურ მოთხოვნას არ დათანხმდება” - რომან გოცირიძე