ჩამოყალიბდება თუ არა ახალი კლასტერი? - ქუთაისის 24-ე სკოლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ის 32-ე სკოლის კლასტერს მიეკუთნება.
პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები.
სკოლაში ყველა პედაგოგს ტესტი უკვე გაუკეთდა და ბუღალტერისა და საქმეთა მმართველის გარდა ვირუსი არავის დადასტურებია.
ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლაში დეზინფექცია ჩატრდა და სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
