მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს და ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება.
„დღეს ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ, რაც ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერადაა მიმართული. წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ ციფრებს მიაღწია და წელს საქართველოდან 23 ათას ტონაზე მეტი იყო ექსპორტირებული, რაც 10 ათას ტონაზე მეტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. როგორც ჩანს, წელს ვაშლის უხვი მოსავალიც გვექნება, როგორც ჩანს, სამჯერ უფრო მეტი, რაც არის დაახლოებით 120 ათასი ტონა.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო „დანერგე მომავალი“ და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განახლდეს ევროპული სტანდარტის მრავალწლოვანი ბაღები საქართველოში, ჯერ კიდევ ბევრია და დიდია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსავლის ერთი კილოგრამი მაინც დაუბინავებელი უნდა დარჩეს. ამიტომ შეღავათიანი აგროკრეტიდის პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შემსყიდველ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, არცერთი ვაშლი არ დარჩეს შეუსყიდავი. ვაშლის ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, ვაშლის ფასი დაახლოებით 10 თეთრი იქნებოდა. ამ პროგრამის საშუალებით ნებისმიერი გლეხი და ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს მინიმუმ 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში არის სერიოზული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
