ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების გააქტიურების მიზნით შეხვედრა გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილეები: ლევან კიკნაველიძე და ბესიკ გოფოძე, რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების გააქტიურების მიზნით შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა იმერეთში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ მოისმინა ინფორმაცია და ასევე, გაეცნო სტატისტიკას თუ რამდენად ასრულებენ საწარმოები, სასურსათო მაღაზიები, კვების ობიეტები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები ჯანდაცვის სამინიტროს რეკომენდაციებს.
როგორც ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სწავლის დაწყების წინ, ასევე სასწავლო პროცესის დროსაც ყველა სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და დაცული.
ზვიად შალამბერიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, რომ რეგიონში გამკაცრდეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დადგენილი რეგულაციების კონტროლი და მონიტორინგი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები უფრო მეტად აქტიურ კომუნიკაციის რეჟიმში უნდა გადავიდნენ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
