ხელისუფელების წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს
დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ 8 აგვისტოს ომში დაღუპული წყალტუბოელი გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
ხელისუფელების წარმომადგენლების გარდა, გმირების ხსოვნას მათმა მეგობრებმა, ახლობლებმა და აგვისტოს ომის მონაწილე თანამებრძოლებმა მიაგეს პატივი.
12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მამუკა სამაკაშვილი, რომან უგრეხელიძე, მამია ფანცულაია და ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილი დაიღუპნენ. ფილიპე მგალობლიშვილი გურიაშია დაკრძალული.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1800 -1800 ლარი გადაეცათ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
