დავით ერემეიშვილი ქუთაისის ცენტრალურ ბაზრებში არსებულ სიტუაციას გაეცნო
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაინტერესდა, რამდენად არის დაცული ქალაქში მოქმედ აგრარულ ბაზრებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
ამ მიზნით ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელ გოჩა გიორგიძესთან ერთად ნიკეას აგრარულ ბაზარში, ჭავჭავაძეზე მდებარე ბაზარსა და ცენტრალურ ბაზრებში იმყოფებოდა, სადაც არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
დავით ერემეიშვილმა ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დასაქმებულებს კიდევ ერთხელ გააცნო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა თუ რა არის საჭირო covid 19-ისაფრთხის შესამცირებლად და რა პირობები უნდა იყოს დაცული დაწესებულებებში.
როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მონიტორინგი გაგრძელდება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
