ქუთაისის უნივერსიტეტი ადგილობრივ ბიზნესთან მასშტაბურ შეხვედრას გამართავს
ქუთაისის უნივერსიტეტის ახალი რექტორის გადაწყვეტილებით დღეს ბიზნესმენებთან მასშტაბური შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების საკითხები იქნება განხილული.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრება.
პანელურ შეხვედრაზე უნივერსიტეტის უცხოეული პარტნიორებიც იქნებიან, რომლებიც უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას საკითხის განხილვაში, თუ როგორ უნდა დაძლიოს რეგიონმა დასაქმების პრობლემა.
შეხვედრა 19:00 საათზე სასტუმრო "ბაგრატში“ გაიმართება.
ქუთაისის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. ლაშა კანდელაკიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის მფლობელი უნივერსიტეტის - ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. მისი გადაწყვეტილებით, შეიცვალა Unik-ის მართვის პოლიტიკა და სტრუქტურა.
20 ივლისიდან ევროპის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს საერთო მმართველი რგოლი ჰყავს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
