წყალტუბოში სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, გაიზარდა
წყალტუბოში სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, 13-მდე გაიზარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული სასტუმროების მეპატრონეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის უფროსი გოჩა გიორგიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.სასტუმროების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები და მასთან მიმართებაში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციები. ყურადღება იქნა გამახვილებული სოციალური დისტანციის დაცვის, დეზინფექციის წესებსა და სხვა აუცილებელ მოთხოვნებზე. განიხილეს უცხოელ ტურისტების მიღებისას არსებული რეგულაციები და ახალი რეკომენდაციები.შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
