ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 277 700 ლარი დაიხარჯა.
ადგილზე მოეწყო სხვადასხვა სახის გასართობი სივრცე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, მოეწყო გამწვანების ზოლი, სავარჯიშო მოწყობილობები.
სკვერის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და ავტოქარხანაში მერის წარმომადგენელ გიგა ციბაძესთან ერთად დაესწრო.
დავით ერემეიშვილის განცხადებით, ქუთაისში მიმდინარე წელს 10 სკვერი მოეწყობა და სრულად განახლდება საპარკე ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა რამდენიმე უბანში.
ქუთაისში სკვერების მოწყობაზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
