ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მონაწილეობენ
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება იგეგმება .
სამძებრო ღონისძიებები ზუგდუდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
