ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
საგზაო სამუშაოები ამ ქუჩაზე თებერვალში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებული იყო. მაისიდან სამუშაოები განახლდა და ივლისის ბოლოს დასრულდება.
გრიშაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ეწყობა ტროტუარი, გრანიტის ფილებით კეთდება ბორდიურები და სანიაღვრე არხები, გათვალისწინებულია გაზონებისა და მწვანე კუნძულების მოწყობაც, შესაბამისი განათებით.
საგზაო სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
„ეს ქუჩა ქუთაისის ერთ-ერთ ულამაზეს, ისტორიულ უბანში მდებარეობს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი რეაბილიტაცია. ამიტომაც, რეაბილიტაციის პროცესში ყველა ნიუანსი იქნა გათვალისწინებული," -აცხადებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 924999 ლარია განსაზღვრული და მას ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
