წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მერთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარით ფინანსდება. გარდა შენობისა, მოეწყობა სპორტული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.
რაც შეეხება სოფელ წყალტუბოში მიმდინარე სკოლის მშენებლობას, ისიც მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ 3 691 400 ლარით ფინანსდება და 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სამსართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება. ასევე მოეწყობა სკოლის ეზო.
აღნიშნულ სოფელში არ არსებობდა სკოლის შენობა და მოსწავლეები დაქირავებულ კერძო სახლში სწავლობდნენ.
2020 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
