წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარება არ შეფერხებულა, ადგილობრივი ფერმერები მუშაობას აგრძელებენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.
სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
