"ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სატვირთო მანქანის მძღოლს უკვაშირდება"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ზესტაფონში კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასთან კონტაქტი მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.
"ზესტაფონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა უკვაშირდება სატვირთო ავტომანქანის მძღოლს. მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს და ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათ თვითიზოლაციის პირობებს, ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა "კოვიდ 19". ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენი ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში, ყველა ადამიანი იდინტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
29 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში დადასტურებული კოვიდ 19-ით ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სომხეთიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
