ქუთაისში, მახვილაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა მახვილაძის ქუჩაზე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ადგილზე მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი და სანიაღვრეები.
"საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული გზები. ქუთაისში , ამ ეტაპზე, ერთდროულად მიმდინარეობს გზების შეკეთება ქალაქის სხვადასხვა უბანში. სამუშაოები რეკომენდაციების დაცვით ტარდება.“- განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.
მახვილაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 911000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს და ორ კვირაში დასრულდება.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
