ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო
ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო.
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.
საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე ბაღში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი გაეცვნენ.
„დღეიდან ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ისევ ვარიგებთ საკვებ პროდუქტებს. 8500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო ამანათს. ამ პროდუქტების წაღება მშობლებს ბაგა-ბაღებიდან უკვე შეუძლიათ. სასურსათო პაკეტი შედგება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისგან და დაცულია ყველა რეკომენდაცია“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა. ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
