ქუთაისის აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა განაახლა
დღეიდან ქუთაისის აგრარულმა ბაზრებმა მუშაობა განაახლა.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ ქალაქის ცენტრალური, ნიკეასა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარე აგრარული ბაზრები დაათვალიერეს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნა. თუმცა, მათი ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ქუთაისის აგრარულ ბაზრებში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული და დაცულია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
