თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 06:00 საათიდან ჩაიკეტა.
მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს. აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.
"გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 - ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია და სოფელში კონტაქტების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
დაახლოებით ერთ საათში სოფელ ღვანკითის საკარანტინო ზონაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის წარმომადგენლები ჩავლენ და კოვიდინფექციაზე საეჭვო რამდენიმე პირს ანალიზს აუღებენ.
სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა