პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ადმინისტრაციულ ერთეულებში შინაგან საქმეთა სამინისროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
საკარანტინო პირობები და სპეციალური რეჟიმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადამინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას და წყავროკას შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები განახორციელებენ.
გარდა ამისა, როგორც საკარანტინო ზონებში, ასევე სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია მარნეულის, ბოლნინის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც უზრუნველყოფს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
