საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს.
ხელმძღვანელი პირები თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.
"ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ცხოვრობს მარტო და არის 70 წელს გადაცილებული, რათა ისინი არ გავიდნენ გარეთ, დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა", - განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
