წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელინი დღეს სოფელ ფარცხანაყანევში იმყოფებოდა, სადაც 100 წლის მარო გოდუაძეს კვების პროდუქტები გადასცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
"ვაგრძელებთ 70 წელს გადაცილებული, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემას, მობილიზებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლი და მოხალისეები, მიხარია, რომ ბიზნესმა აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და ჩაერთო ამ საქმეში, ჩვენ ყველა გაჭირვებულთან მივალთ, ერთიანი ძალისხმევითა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებით გადავლახავთ ამ რთულს პერიოდს. მადლობა ყველას სოლიდარობისა და თანადგომისთვის", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
