"ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ისინი დარჩნენ სახლში"- ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პოლიციის, პატრულის, საფინანსო, შემოსავლებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებმა რწმუნებულს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რა სამუშაოები ხორციელდება ამ ეტაპზე რეგიონში.
შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ყველა სამსახურის კოორდინირებულად მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები. ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ისინი დარჩნენ სახლში“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სპაცენტრები და სხვა მსგავსი სახის დაწესებულებები. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, იმერეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ასევე, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
