იმერეთის მასშტაბით 12-ვე მუნიციპალიტეტში ისევ მიმდინარეობს სადენზიფექციო სამუშაოები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს.
ხონში დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად პროცესს პირადად უწევდა მონიტორინგს.
"იმერეთის მასშტაბით, 12-ვე მუნიციპალიტეტში დილიდან ისევ მიმდინარეობს სადენზიფექციო სამუშაოები. პირადად მაქვს კონტროლი ყველა სამუშაოებზე, რაც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რისკის დონე არ იქნება მინიმუმადე დაყვანილი", - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით, შესაბამისი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
"როგორც ცნობილია, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღის წინ ჩატარდა თათბირი და შესაბამისი დავალებების შესრულება დაუყონებლივ დავიწყეთ. გუშინ შევიძინეთ შესაბამისი აპარატურა და დილიდან ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადენზიფექციო სამუშაოები დავიწყეთ. პროცესი რა თქმა უნდა, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება", - განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილია დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრების და არასამეწარმეო იურიდიული პირების (აიპ) ხელმძღვანელები შედიან.
გუბერნატორები კი, თავის მხრივ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში სრულ ინფორმაციას აწვდიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარს.
სიახლეები
- "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას აჩვენებს, რომ ისინი ერთობლივად დგებიან სანქციების წინაშე და გარკვეულწილად, იგერიებენ დასავლეთს"
- "დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა" - ვლადიმერ პუტინი
- ,,შეუძლებელია, ევროპა იყოს იქ, სადაც წამების სისტემის შემქმნელი დიქტატორის სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ"
- "რიჟვაძე 99% თავს იკლავდა - ვიღაცები სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას” - ზურაბ ჯაფარიძე
- "პუტინის რეჟიმი ნგრევას" იწყებს ანუ დადის თუ არა კრემლში პრიგოჟინის აჩრდილი - რა ხდება რუსეთში?!