"პაციენტებს, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ" - ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი
ქუთაისში კლინიკა "ლჯ და კომპანიის"მთავარმა ექიმმა კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფ პაციენტებზე კომენტარი გააკეთა, როგორც თემურ ნადირაძე ამბობს, პაციენტებს რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ, ნაწილი პაციენტების ანალიზები კი გაგზავნილია და პასუხებს ელოდებიან.
"გუშინ მივიღეთ სამ პაციენტზე პასუხები და არის უარყოფითი, ასევე გუშინ შემოვიდა ღამის საათებში ორი პაციენტი, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს. ამჟამად გვყავს ორი პაციენტი, რომელსაც აეღება ანალიზები. არის პაციენტები, რომლებიც ეპიმოლოგების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მათთვის დაკვირვება. გვყავს ერთი ბავშვი, რომლის ანალიზის პასუხებსაც ველოდებით. ყოველშემხვევაში აქამდე გაგზავნილი ანალიზებიდან ყველა უარყოფითია.ზოგი ანალიზიც გასაგზავნია.ამჟამად კლინიკაში მყოფ პაციენტებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს არ აღენიშნება.ზამთრის პერიოდია სეზონური გრიპებია და ეს პერიოდი გრძელდება და ერთი ორი მომართვა იყო," -განაცხადა კლინიკა "ლჯ და კომპანიის" მთავარმა ექიმმა, - თემურ ნადირაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
