ქუთაისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება
ქუთაისში საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ფეხით სავალი ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოში უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.
„გრიშაშვილის ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა, ქალაქის ისტორიულ უბანშია და ამ ქუჩის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის. მიმდინარეობს გზის საფარის და ტროტუარების მოწესრიგება. დასრულების შემდეგ , გრიშაშვილის ქუჩა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გადასაადგილებლად კომფორტული ქუჩა, როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის,“- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
