ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს
ქუთაისის მერია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით პროექტის ახალ ეტაპს იწყებს.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა და გადამზადდება მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც შემდეგ გრანტის სახით მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად. მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც ოპერირებას გაუწევს ამ პროექტს.
„ეს რეალურად საპილოტე პროგრამაა, რომელიც დანერგა ქუთაისმა. ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვარჩევთ ორგანიზაციას, რომელიც გაუწევს ოპერირებს ამ პროგრამას . ორგანიზაციის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმები არის გამოცდილება, მდგრადობა, პროექტების მართვის კუთხით სანდოობა და სხვა ბევრი კრიტერიუმი, რომელიც გაწერილია განაცხადში.“ - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.
პროექტისთვის განსაზღვრული თანხა 60 ათასი ლარია. კონცეფცია, რომელიც უნდა წარმოადგინონ ორგანიზაციებმა, უნდა მოიცავდეს მრავალშვილიანი ოჯახების გადამზადების, მათი მცირე გრანტებით დაფინანსების და მონიტორინგის კომპონენტს. კონკურსში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. გამარჯვებული კი 20 მარტისთვის გამოვლინდება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
