ქუთაისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და გადამზადების პროგრამაზე კონკურსს აცხადებს
ქუთაისი მერიის მიერ სოციალური მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამა.
გამოცხადდა კონკურსი იმ ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც განახორციელებს საქმიანობას შშმ პირთა გადამზადების და დასაქმების კუთხით.
„ჩვენ უკვე 2 წელია წარმატებით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მათი დასაქმებისთვის. კონკურსი არის ღია და საჯარო. გადაწყვეტილებას კომისია იღებს, შეფასების რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე. ვფიქრობთ, რომ შევარჩევთ მინიუმ ორ ორგანიზაციას, რომლებიც განახორციელებენ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ორი წლის განმავლობაში, ამ პროგრამების ფარგლებში დასაქმდა ოცამდე ადამიანი და გაცილებით უფრო მეტია იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია. ამ პროგრამების შედეგად მათი დასაქმების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა.“- აცხადებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. კონკურსში განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი. გამარჯვებული 20 მარტისთვის გამოვლინდება.
სიახლეები
- მოსკოვში აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერა
- "მადლობა ამერიკელ მეგობრებს უპრეცედენტო ერთსულოვნებით მიღებული „MEGOBARI აქტისთვის " - გიორგი ვაშაძე
- გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს
- "ვევედრებით წმინდა გიორგის, დაიფაროს სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან" - მეუფე შიო
- "გადავწყვიტეთ, ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი, 9 მაისს კი გამოვიდეთ და ევროპა დავუპირისპიროთ რუსიფიკაციას" - სალომე ზურაბიშვილი