21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე აინთება
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს, 18 :30 წუთზე აინთება.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე). ნაძვის ხის ანთების შემდეგ, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება კომპიზოტორ ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი. კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის სიმფონიური და საგუნდო მუსიკა. მონაწილეობენ : თბილისის სიმფონიური ორკესტრი- დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ქეთევან მარგველაშვილი; ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე).
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
